598 21 00 55 / 558 37 37 94 info@legalrights.ge

სტატიები და სიახლეები 

No Results Found

The page you requested could not be found. Try refining your search, or use the navigation above to locate the post.

რა უნდა ვიცოდე შვებულების შესახებ?

რა არის შვებულება?
შვებულება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობას, რომელის დროსაც არ წყდება შრომითი ურთიერთობა . დამსაქმებელი ვალდებულია შეაჩეროს შრომითი ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შვებულების აღების შესახებ განცხადების საფუძველზე.
რა ხანგძლივობით შეუძლია ისარგებლოს დასაქმებულმა შვებულებით?
დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს:
1) ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით , ამასთან მძიმე; მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღე.
თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
ყურადღება: დაუშვებელია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის!!!!
2) ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო
შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას (მაგალითად, ხელშეკრრულებით შესაძლოა ანაზღაურებადი შვებულების ოდენობა 35 დღე იყოს, მაგრამ მხარეები ვერ განსაზღვრავენ ანაზღაურებად შვებულებას 20 დღის ოდენობით).
როდის წარმოეშვება დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება ?
დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს ( დასაშვებია შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენებაც)
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
ყურადღება: დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​
შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
როგორ გამოითველბა შვბულების ანაზღაურების ოდენობა ?
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.