598 21 00 55 / 558 37 37 94 info@legalrights.ge

This post is also available in: English (English)

ადმინისტრაციული სამართალი

ადმინისტრაციული სამართალი აერთიანებს მმართველობის ორგანოების ორგანიზაციული მოწყობის, მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისა და ადმინისტრაციულ წარმოებასსთან დაკავშირებულ ნორმებს.

იურიდიული კომპანია “Legal Rights Georgia” გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში. .

ადმინისტრაციული სამართალი

იურიდიული კომპანია “Legal Rights Georgia” გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე. ჩვენი გუნდი წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ სასამართოში. მომსახურება მოიცავს: კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან ადმინისტრაციული საჩივრის წარდგებას მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას და სხვა.

ლიცენზიები და ნებართვები

ჩვენ დაგეხმარებით სხვადასხვას საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში:   საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელი საბუთების მომზადება, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგი და წარმომადგენლობას შესაბამის ორგანოებში.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე,  კერძოდ:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში არსებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე; სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე;  გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა თუ აღზრდის სფეროში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე; ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე; მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე; საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევებზე; საპატრულო ჯარიმებიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.