598 21 00 55 / 558 37 37 94 info@legalrights.ge

This post is also available in: English (English)

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი არის სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

 იურიდიული კომპანია „LEGAL RIGHTS GEORGIA“ გთავაზობთ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში.  

ბიზნეს სამართალი

მეწარმე სუბიექტებს გთავაზობთ სამეწარმეო საქმიანობიდან  წარმოშობილი დავების უზრუნველყოფას (ლოკალური და საერთაშორისო). 

მომსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია შემდეგი ბიზნეს დავებსა და  გარიგებების მომზადების პროცესში მონაწილეობა:

  • საწარმოს/წილის შესყიდვა;
  • საერთაშორისო საინვესტიციო გარიგება;
  • კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქცია;
  • კომპანიის სახელმწიფო სატენდერო წინადადების ტრანზაქცია;
  • სამშენებლო ამხანაგობის გარიგებები.
საკორპორაციო - სამეწარმეო სამართალი

 ჩვენ გთავაზობთ: სამეწარმეო სუბიექტების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, კოოპერატივის, ინდივიდუალური მეწარმის,სამეწარმეო ამხანაგობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების) პირველად რეგისტრაციას, რეგისტრაციაში ცვლილებებს, რეორგანიზაციის პროცესის წარმოებას, ფილიალების, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალების დარეგისტრირებას, საწარმოს რედომიცილება .

 ჩვენ აგრეთვე დაგეხმარებით კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასა და კომპანიის კორპორაციულ სტრუქტურირებაში. ბიზნეს გარიგებების საწარმოებლად სამეწარმეო სუბიექტისათვის ყველაზე მისაღები კონტრაქტის დადების მიზნით, გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას და გავაანალიზებთ თქვენს სამართლებრივ პრობლემას.

სახელშეკრულებო სამართალი

ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს სახელშეკრულებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე. აგრეთვე, გთავაზობთ უძრავ და მოძრავ ნივთებთან, უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას, სამართლებრივ შემოწმებას,  მათგან წარმოშობილი დავების მოგვარებას (სესხი, ნასყიდობა გაცვლა, ჩუქება, ქირავნობა, ლიზინგი, იჯარა, ფრენშაიზინგი, თხოვება, გირავნობა, იპოთეკა, ნარდობა, შუამავლობა, მიბარება, წილის დათმობა და სხვა).

შრომის სამართალი

შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე გთავაზობთ წარმომადგენლობას საერთო სასამართოებში: სამსახურში აღდეგა, კომპენსაციის მიღება, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და სხვა.

ვალდებულებითი სამართალი

გთავაზობთ, იურიდიულ მომსახურებას სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულების (საზიარო უფლებები, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტები (მატერიალური და მორალური ზიანი) ) დარღვევიდან წარმოშობილ დავებზე.

სანივთო სამართალი

 უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს: იურიდიული კონსულტაცია; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას; გაფორმებას და საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას; ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას; პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას; 

აგრეთვე დაგეხმარებით, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვაში: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციების მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებას;

სამეზობლო სამართალი

 გთავაზობთ სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ შესაბამის სრტუქტურაში რეგისტრაციას, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან.

საოჯახო სამართალი

გთავაზობთ საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებას:  საქორწინო კონტრაქტის შედგენა; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირება-გაზრდასა და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას, მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; 

მემკვიდრეობითი სამართალი

ჩვენ დაგეხმარებით სამკვიდრო ქონების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში: წარმოგადგენთ საერთო სასამართლოებში; გაგიწევთ კონსულტაციას ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებზე; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში დავიცავთ მომხმარებლის ინტერესებს; დავიცავთ მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესებს; აგრეთვე ვუზრუნველვყოფთ ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საავტორო სამართალი

ჩვენ გთავაზობთ, ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვასა და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობას. აგრეთვე, დაგეხმარებით საავტორო უფლებებისა და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები) ნაწარმოების შექმნასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადება, გაფორმებაში.

სააღსრულებო სამართალი

გთავაზობთ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევას, წარმომადგენლობას სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში, აგრეთვე აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობას.