598 21 00 55 / 558 37 37 94 info@legalrights.ge

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხოლოს ფაქტობრივი ზიანის არსებობა. აღნიშული მოსაზღება მცდარია!საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული ნორმის განმარტებით შეგვიძლია გამოვყოთ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ზოგადი საფუძვლები.მაშასადამე, სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდება თუ სახეზეა ერთდროულად ოთხი წინაპირობა:

  1. ზიანი – სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას, პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. უპირველესად იგულისხმება სხვისი მატერიალურ სამართლებრივი სიკეთის დამცირება, განადგურება. ეს შესაძლოა იყოს დანაკლისი, რომელიც დაზარალებულმა განიცადა, ხარჯი, რომელიც მან გასწია და ასევე თანხები, რომელიც მას სამომავლოდ დასჭირდება (ზიანში აგრეთვე იგულისხმება მიუღებელი შემოსავალიც).
  2. მართლწინააღმდეგობა – მართლწინააღმდეგოდ მოქმედებს ის ვინც არღვევს კანონის მოთხოვნებსა და სამართლის ნორმით დადგენილ წესრიგს. ამასთან, მართლწინააღმდეგო ქმედება შესაძლოა განხორციელდეს უმოქმედობითაც (ე.წ. „პასიური მოქმედება“ ე.ი. არ შეასრულა ის ქმედება, რაც უნდა შეესრულებინა).
  3. ბრალი – ბრალის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც დამზიანებელი მოქმედებს განზრახ ან გაუფრთხილებლობით.
  4. მიზეზობრივი კავშირი – მიზეზობრივი კავშირი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების უმნიშნველოვანესი ელემენტია. იგი გულისხმობს მართლწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უშუალო, კონკრეტული ურთიერთ მიმართების არსებობას, ვინაიდან ქმედება მაშინაა ზიანის მიზეზი, როდესაც ეს პირდაპირაა დაკავშირებული დამდგარ შედეგთან.

მნიშვნელოვანია: ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.