პირი დაკავაებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაკავების უფლებამოსილების მქონე პირი მოქალაქეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით და მას არ შეუძლია კონკრეტული ადგილის დატოვება ან იგი ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელს სხვა ადგილას გადაყვანაში.ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციული დაკავება და სისხლისსამართლებრივი დაკავება. ადმინისტრაციული დაკავება შეიძლება მოგვიანებით გადაიზარდოს სისხლისსამართლებრივ დაკავებაში ( მაგ. პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით მისი ვინაობის დასადგენად, რის შედეგადაც გამოვლინდა სისხლისსამართლებრივი წესით დაკავების საფუძველი). დაკავება განსხვავდება შეჩერებისგან:1. ადგილით – შეჩერება უკავშრდება პირის ხანმოკლე დაკავებას საჯარო ადგილებში (მაგ. ქუჩა, სამუშაო ადგილი). ხოლო დაკავებისას დაკავებული პირი მოთავსებული უნდა იქნეს წინასწარი დაკავების ადგილას.2. ხანგრძლივობა – შეჩერება არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო დაკავება 72 საათს3. დოკუმენტაცია – შეჩერების შესახებ ჩანაწერის გაკეთება არ ხდება პირის საქმეში, ხოლო დაკავება – შეიტანება4. ჩხრეკა – შეჩერება არ უკავშრდება პირად ჩხრეკას. შეჩერებისას შესაძლებელია განხორციელდეს ზედაპირული დათვალიერება მხოლოდ. დაკავებისას კი დაიშვება პირადი ჩხრეკა (შარვლის, ქურთუკის ჯიბეებში)5. სამართლებრივი შედეგები – შეჩერება როგორც წესი არ უკავშრდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ხოლო დაკავებას შეიძლება მოჰყვეს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.6. განსხვავებულია მტკიცებულებითი სტანდარტი, დაკავებისათვის საჭიროა დასაბუთებული ვარაუდის არსებობა.
Recent Comments